პარლამენტმა სკოლების ბრენდირებასთან დაკავშირებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ცვლილება შევიდა "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში. პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, უმაღლესი შეფასების მქონე სკოლის მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდებისგან გათავისუფლდებიან.
სკოლების ბრენდირების პროცესი გაზაფხულიდან დაიწყება და მის პროცესში შეფასდება სკოლის ინსტიტუციური მონაცემები, სწავლა, სწავლების პროცესი და შედეგი, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, პროგრამებსა თუ პროექტებში მონაწილეობით და ა.შ..
სკოლებს ბრენდირების შედეგად ვარსკვლავები მიენიჭება, უმაღლესი შეფასება ათი ვარსკვლავი იქნება. შეფასების დაწყებისას ყველა სკოლას ავტომატურად მიენიჭება ხუთი ვარსკვლავი, დანარჩენი ვარსკვლავები კი შესაბამისი კრიტერიუმების გადამოწმების შემდეგ.