საქართველოში სომხეთის ელჩს ჰრაჩ სილვანიანს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. აღნიშნულთან დაკავშირებით სომეხმა დიპლომატმა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩს საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და მისი მუშაობა "ნაყოფიერად" შეაფასა.