გუდაურში ჩამოწოლილ ზვავში მოყოლილი ჩეხი დამსვენებელი გარდაცვლილი იპოვეს.როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ჩეხი ტურისტი ზვავში მეუღლესთან ერთად იპოვეს.
"ცოლის გადარჩენა მოხერხდა, ქმარი კი გარდაცვლილი ამოიყვანეს", - განმარტავენ მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილსაც და დაშავებულსაც სასწრაფო დახმარების მანქანებით თბილისში ჩამოიყვანენ, თუმცა ამ ეტაპზე მოძრაობა ფასანაურთან არის შეჩერებული, ვინაიდან მორიგი ზვავი ცოტა ხნის წინ სწორედ იქ ჩამოწვა.
"აღნიშნულის გამო რეგიონის სამაშველო ბრიგადები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სასწრაფო დახმარების ექიმები ფასანაურთან არიან შეფერხებულები", - განუმარტეს "ჯი-ეიჩ-ენს".
ლომისას მთასთან ზვავი რამდენიმე საათის წინ ჩამოწვა.