2010 წელს სამხედრო ოპერაციისა და ბოევიკთა თავდასხმის შედეგად, ავღანეთში 2700-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ავღანეთში გაეროს წარმომადგენელთა მონაცემებით, ეს რიცხვი 2009 წლის სტატისტიკას 15 %-ით აჭარბებს.
მსხვერპლის 3/4 მშვიდობიან მოსახლეობას შორისაა. საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციისა და ავღანეთის უშიშროების ძალების მოქმედებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 440-ს მიაღწია.
2010 წელს ავღანეთში 83%-ით მეტი გატაცების შემთხვევა დაფიქსირდა. ამასთან, ძალადობის ტალღა სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ ვრცელდება და ქვეყნის დასავლეთსა და აღმოსავლეთს მოიცავს.
6%-ით გაიზარდა ქალების მოკვლის შემთხვევა, ხოლო_21%-ით მეტია ბავშვების ძალადობრივად დაღუპვის შემთხვევები.
საგანგაშოა ჩინოვნიკების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომელთა მკვლელობის რიცხვი. თავდასხმების ყველაზე დიდი რიცხვი გილმენდისა და ყანდაგარის პროვინციაში დაფიქსირდა, რომლებსაც თალიბები აკონტროლებენ.