ლიბიის მთავრობის საკუთრებაში მყოფი თვითმფრინავი კაიროს ცენტრალურ აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. როგორც დასავლური მედია იუწყება, ეგვიპტეში ლიბიის ხელისუფლების მაღალჩინოსანი ჩავიდა, რომელმაც კადაფის გზავნილი ჩაიტანა ეგვიპტის ხელისუფლებისთვის გადასაცემად.
როგორც მედია იუწყება, კადაფი ეგვიპტის დროებით მმართველებს ლიბიის აღმოსავლეთიდან მოსალოდნელი საფრთხეებს შესახებ აცნობებს. აღმოსავლეთ ლიბიას ოპოზიცია აკონტროლებს. ეგვიპტე ლიბიის აღმოსავლეთიდ ესაზღვრება.
კაიროს ცენტრალური აეროპორტის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ აღნიშნული თვითმფრინავი ეგვიპტეში საბერძნეთის გავლით ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ თვითმფრინავში მუამარ კადაფიც იყო.