"ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებში კატასტროფა მოხდება, თუ "ალ-ქაიდას" ტერორისტები ლიბიის ხელში აღებას მოეხერხებენ",_ განაცხადა თურქული ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში მუამარ კადაფიმ.
მისი თქმით, თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, მთელი რეგიონი, ისრაელის ჩათვლით, ქაოსით იქნება მოცული.
"საერთაშორისო თანამეგობრობა უკვე აპირებს, გაიგოს, რომ ჩვენ უსამა ბინ ლადენს ლიბიასა და აფრიკაზე კონტროლის დამყარებაში ხელს ვუშლით",_ აცხადებს ლიბიის ლიდერი.
ცნობისთვის, კადაფიმ უკვე არაერთგზის განაცხადა, რომ ლიბიის ოპოზიციის ლიდერები "ალ-ქაიდასთან" არიან დაკავშირებულნი.