სასურსათო ვაუჩერების დარიგება ინფლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "კავკასიის ინტერნეტ მედია კლუბში" ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
ბურჯანაძე აღნიშნულ აქციას, ხელისუფლების მიერ უპასუხიმგებლო ქმედებას უწოდებს.
"ვაუჩერების დარიგება ინფლაციას კიდევ უფრო გააძლიერებს. ეს არის უპასუხისმგებლო ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ანხორციელებს. ეს არის ხელისუფლების მხრიდან უგუნური პოლიტიკა", - განაცხადა ბურჯანაძემ.