ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთიფანიძემ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების სიცოცხლის ხელშეუვალობის უფლების დაცვაზე საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება მოითხოვა. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში "მარტივ გამოსავალი" იპოვეს.
"ტუბერკულოზით დაავადებული მომაკვდავი ადამიანები სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან სამოქალაქო კლინიკაში - ფილტვის ეროვნულ ცენტრში გადაჰყავთ, სადაც პატიმარი მალხაზ მუზაშვილი გარდაიცვალა. მომაკვდავმა ავადმყოფმა მოახერხა ეთხოვა ექთნისთვის, რომ მისი მშობლებისთვის შეეტყობინებინა მისი იქ გადაყვანის შესახებ", - აღნიშნა ლორთიფანიძემ და აქვე დასძინა, რომ ავადმყოფის გარდაცვალების შემდეგ ექთანი სამსახურიდან გაათავისუფლეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომუშავე თანამდებობის პირებს პასუხს არავინ სთხოვს.
მისივე შეფასებით, ეს შემაშფოთებელი ფაქტია და მასზე დაკავშირებით პარლამენტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი განცხადებები.