გუდაურში მეწყერი ჩამოწვა. არსებული ინფორმაციით, მეწყერმა ჩეხი დამსვენებელი მოიყოლა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში პრეზიდენტის რწმუნებულის პირველი მოადგილის გივი ამირხანაშვილის განცხადებით, ლომისის მთაზე მაშველთა ბრიგადა უკვე გაემგზავრა.
"ინფორმაცია გუდაურის გამგებლისგან მივიღეთ, შემდეგ კი ტელეფონი გაითიშა. მას ვეღარ ვუკავშირდებით", - განმარტა ამირხანაშვილმა.
მისივე თქმით, მეწყერი რამდენიმე ადგილასაა ჩამოწოლილი.