უმრავლესობა ოპოზიციას მოუწოდებს პრობლემებს იქ ნუ ეძებს, სადაც არ არსებობს, _ ამის შესახებ დღეს, პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ საპენსიო რეფორმაზე ოპოზიციონერების გამოხმაურების დროს აღნიშნა.
"ვუმატებთ პენსიას, შეიძლება ეს არ არის მნიშვნელოვანი თანხა, მაგრამ გარწმუნებთ, ნებისმეირ დეპუტატს, ოპოზიციასაც, რომ სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ "გილოცავთ" არ დაგვცდენია, როცა მილიონ პენსიონერზეა ლაპარაკი, არ არის მისლოცად საქმე თუნდაც იმიტომ, რომ უამრავი გაჭირვებული ადამიანია", - აღნიშნა ბობოხიძემ.
მისივე თქმით, საქართველოში მილიონამდე ადამიანი საპენსიო ასაკისაა, რაც ქვეყნისთვის ცალკე პრობლემაა.
"ნებისმეირ შემთხვევაში ხდება ფასების მატება, ხან კლება. ფაქტი კი ის არის, რომ პენსია მატულობს, მითუმეტეს მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ამას ვერ უარყოფს ვერც ერთი კეთილსინდისიერი ოპოზიციონერი", - აღნიშნა დეპუტატმა და ოპოზიციას მოუწოდა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები დაინახოს და პრობლემების ძიებას თავი დაანებოს.