"რუსეთის ფედერაციასთან დათმობაზე წასვლა უადგილო და მიუღებელია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების თაობაზე თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებზე კომენტირებისას განაცხადა.
"არანაირ დათმობაზე საქართველო არ უნდა წავიდეს. ამაზე საუბარი უადგილო და მიუღებელია. რუსეთი არის არის მხოლოდ ოკუპანტი სახელმწიფო, რომელმაც ჩვენი ქვეყნის მიწები მიიტაცა, მისი სამხედრო შემოჭრის შემდეგ ნახევარი მილიონი დევნილი გვყავს, დაანგრია და მიწასთან გაასწორა ჩვენი სოფლები და ქალაქები, გადაგვიწვა ტყეები, არამედ, მან 2008 წლის კონფლიქტამდე ცალმხრივად შემოიღო ქართულ პროდუქციაზე ემბარგო", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისივე შეფასებით, ილუზიები, რომ ქართული პროდუქცია თავისუფლად გავა რუსეთის ბაზარზე და ამის გამო პოლიტიკურ დათმობაზე წავა ქართული მხარე, არავის უნდა ჰქონდეს.
"დღეს დაგეგმილი მოლაპარაკება შეეხება სამომავლო შეხვედრების დღის წესრიგის განსაზღვრას და არა პრინციპული და შინაარსობრივი საკითხების განხილვას", - დასძინა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების რუსეთ-საქართველოს შორის დღეს იწყება.