ხელისუფლება და ოპოზიცია ერთმანეთს ენერგოვაუჩერების გამოყენებით პოპულიზმში ადანაშაულებენ.
მთავრობის წევრებმა ოპოზიციური ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენლის, ლევან ვეფხვაძის კრიტიკა იმის გამო დაიმსახურეს, რომ ენერგოვაუჩერების დასარიგებლად ისინი მოსახლეობასთან ტელეკამერებით დადიან.
"ადამიანს, როცა 20 ლარიან დახმარებაზე თვალზე ცრემლი ადგება, ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობა სიღატაკეში ცხოვრობს. მინისტრებს უნდა რცხვენოდეთ, როცა 20 ლარიან ენერგოვაუჩერს სოციალურად შეჭირვებულ და თვალზე ცრემლმომდგარ ადამიანს ტელეკამერების წინაშე აძლევენ, მის ადგილზე მისატანად კი მანქანაში 100 ლარის ბენზინს ასხავენ", - განაცხადა ვეფხვაძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე.
ვეფხვაძის კრიტიკას სხდომაზევე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ მელიქიშვილი და აღნიშნულში "ქრისტიან-დემოკრატები" თავად დაადანაშაულა.
"ჩვენ უმრავლესობისგან განსხვავებით, კუთვნილი ერეგოვაუჩერები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სახლს კამერების გარეშე გადავეცით", - უპასუხა "ქრისტიან-დემოკრატების" კიდევ ერთმა წარმომადგენელმა მაგდა ანიკაშვილმა მელიქიშვილის განცხადებას.