საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ პარლამენტს 9 მარტს მომხდარი ტრაგედია შეახსენა.
"ყველას შეგახსენოთ, რომ დღეს არის 9 მარტი და 55 წელის გავიდა მას შემდეგ, რაც 1956 წელს თბილისის ცენტრში დაიხვრიტა მშვიდობიანი დემონსტრაცია", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე შეფასებით, სწორი არ იქნებოდა, რომ დღევანდელ პარლამენტში 55 წლის წინ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის ხსოვნა არ გაეხსენებინათ.
"ეს იყო ერთ-ერთი ბოლო გამოვლინება წითელი ტერორის", - დასძინა თარგამაძემ.