პარლამენტში მინისტრების მოსვლის გრაფიკზე და ფორმატზე დღეს კონსულტაციები გაიმართება. აღნიშნული შეთავაზება პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ გააჟღერა.
აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ აღნიშნა, რომ იგი მზად არის კონსულტაციების გავლისთვის.