ქართული მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თანხმობის სანაცვლოდ რუსეთ-საქართველოს საზღვარზე კონტროლის უფლებას მოითხოვს.
"ჩვენ გვაქვს ის დამოკიდებულება და პოზიცია, რომელიც შედის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის თამაშის წესებში. გვინდა გამჭვირვალეობა საზღვრებზე, მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებზე. უნდა მოგვეცეს საშუალება დავაკვირდეთ პროცესს. ეს იქნება ჩვენი პინაპირობა", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილი.
მისივე განმარტებით, მოლაპარაკებათა პირველ რაუნდის ფარგლებში, საუბარი რუსეთის მხრიდნ დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებსაც შეეხება.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისსა და მოსკოვს შორის ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები დღეს იწყება. პირველი რაუნდი შვეიცარიის დედაქალაქში გაიმართება. ქართული დელეგაცია, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მრჩეველი თამარ კოვზირიძე ხელმძღვანელობს, ბერნში უკვე იმყოფება.