საქართველოს პრეზიდენტის აზრით, სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე ზოგიერთ სფეროში კონკრეტული შედეგების მიღწევა ნაკლებსავარაუდოა.
"გვეგონა, რომ მთავარი იყო სახელმწიფოს ხელი არ შეეშალა, კლიმატი შეექმნა და ბევრი რაღაც თავისით განვითარდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სახელმწიფოს აქტიური, მიზანმიმართული პირდაპირი ჩარევის გარეშე, განსაკუთრებით კი სოფლის მეურენობის სფეროში, კონკრეტული შედეგების მიღწევა ნაკლებსავარაუდოა", - განაცხადა სააკაშვილმა სოფლის მეურნეობის უწყებაში სტუმრობისას.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის გამო სოფლის მეურნეობის სექტორში უკვე რამდენიმე წელია "წარმოუდგენლად დაბალი ნაყოფიერება გვაქვს", რის აღმოსაფხვრელადაც სააკაშვილის განმარტებით, მთავრობა "აგრარულ მთავრობად" უნდა იქცეს.
"არა მხოლოდ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, არამედ მთლიანად მთავრობა უნდა გადაიქცეს აგრარურ მთავრობად, რომელიც დღენიადაგ იმუშავებს იმაზე, რომ საკუთარი მოქალაქეები გამოკვებოს და საქართველოს დაუბრუნებს მის სახელწოდებაში ჩადებულ ძირითად მნიშვნელობას - ბერძნულად საქართველო ნიშნავს "მიწათმოქმედების ქვეყნას", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
აღნიშნულის კონტექსტში, მიხეილ სააკაშვილმა ბაკურ კვეზერელსა და მთლიან მინისტრთა კაბინეტს "ნამდვილ სამხედრო შტაბად ქცევის დავალება მისცა.
"ახლა ჩვენ ვართ მსოფლიო პროცესების ფონზე ნამდვილ შეჯიბრში დროის წინააღმდეგ, მსოფლიო ტენდენციების წინააღმდეგ... მაგრამ საქართველოს შეუძლია იყოს ძალიან მაგარი ქვეყანა", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.