ქართული მხარე რუსეთთან მსოფლიო სავაჭორ ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებზე უკვე დაყენებული წინადადებების შეცვლას არ აპირებს.
ამის შესახებ დღეს, პრეზიდენტის პრეს სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის პოზიცია საქართველოსა და რუსეთს შორის ვმო-ს საკითხზე მოლაპარაკების დაწყების შესახებ გაახმოვანა.
"ქართუმა მხარემ რუსეთისგან შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს მეშვებით მიიღო წერილი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების დაწყების თაობაზე და შესაბამისად ოფიციალურად თანხმობა შევიციარიის საელჩოს მეშვეობით გავეცით", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია და ამის შესახებ ქართული მხარის მიერ განცხადება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორის თანამეგობრობისთვისაც ცნობილია.
"მზად ვართ ამ კონკრეტულ საკითხზე მოლაპარკაბე ვაწარმოოთ რუსეთის ფედერაციასთან, თუმცა ჩვენ მოთხოვნად კვლავ რჩება პიველ რიგში ფსოუსა და როკუს გვირაბთან საბაჟო-გამშვებ პუნქტების გამჭირვალებისა და ქართული საბაჟოს წარმომადგენელბის დაშვება", - აღნიშნა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, შევეიცარიაში 9 მარტიდან საქართველო-რუსეთ შორის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები იწყება.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე თვის წინ ჯერ კიდევ რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ ვმო-ში გასაწევრიანებლად რუსეთს საქართველოს თანხმობა არ სჭირდება.