10 მარტს პარლამენტი მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის განხილვას იწყებს. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ კახაბერ ანჯაფარიძემ განაცხადა.
მისი თქმით, 10 მარტს კომიტეტებზე მედიაგამჭვივალეობის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით მოხდება და 11 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზედაც გავა.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტის ინიცირება პარლამენტში გასული წლის ბოლოსთვის მოხდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას კანონპროექტის შემუშავების შესახებ დავალება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მისცა.
კანონპროექტის თანახმად, ოფშერში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალებების ფლობა ეკრძალებათ.