საქართველოს ხელისუფლების ქმედება, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ნარკომანიასა და ნარკოტრაფიკის ხელისშეწყობაში ადანაშაულებს პრობლემის "ავადმყოფი თავიდან ჯანმრთელ თავზე გადატანას" ემსახურება. ჩვეულებისამებრ ისინი იყენებენ ნებისმიერ საშულებას იმისათვის, რომ აფხაზეთი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ერთგვარ "შავ ხვრელად" წარმოაჩინონ, - ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრის მოადგილემ რამინ გაბლაიამ გააკეთა.
მისივე თქმით, აფხაზეთი დიდ ყურადღებას უთმობს ნარკომანიასთან ბრძოლას. აქ გამკაცრებულია ზომები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა იმ პირების მიმართ, რომლებიც ავრცელებენ ნარკოტიკებს და ასევე იმ პირების მიმართ, რომლებიც მოიხმარენ მათ.
"შს სამინისტროს ოპერატიული დანაყოფები უშიშროების სამსახურთან ერთად ყველა ღონეს ხმარობენ იმისათვის, რომ არ დაუშვან საქართველოს ტერიტორიიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანა. თავად ნარკომანიასთან ბრძოლის საკითხები კი რესპუბლიკის უმაღლეს ხელმძღვანელობას კონტროლზე ჰყავს აყვანილი", - აცხადებს გაბლაია.