დღეს 15.00 საათზე თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანი ზაზა გაბუნია საკრებულოს ფოიეში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საკრებულოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ზაზა გაბუნია თბილისში სასმელი წყლის ვარგისიანობის შესახებ სკანდალურ კვლევას გამოეხმაურება.