აზერბაიჯანის ხელისუფლებამ რესპუბლიკაში უსაფრთხოების ზომების გაძლიერების გააწყვეტილება მიიღო. აზერბაიჯანი სახალხო მღელვარებების საფრთხის წინაშე დგას. ინფორმაციას ამის შესახებ "პრესტვ" ავრცელებს.
საქმე იმაშია, რომ ახალგაზრდული მოძრაობის აქტივისტებმა სოციალურ ქსელში ფართო კამპანია გააჩაღეს, რომელშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობას მთავრობის საწინააღმდეგო დემონსტრაციებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდებენ.
მოწოდების მიხედვით დიდი სახალხო პროტესტის თარიღად 11 და 12 მარტი სახელდება და მას "დიდი ადამიანების დღეს" უწოდებენ.
"ხელისუფლებას რეგიონებიდან დედაქალაქ ბაქოში დამატებითი სამხედრო ძალა გადაჰყავს", - იუწყება მედიასაშუალება.
სააგიტაციო კამპანიის წარმომადგებლები მოსახლეობას მხარდაჭერისაკენ და აზერბაიჯანის ყველა ქალაქში გამოსვლებისაკენ მოუწოდებენ.
გავრცელებული ინფორმაციით რამდენიმე ათასმა ადამიანმა აღნიშნულ მოწოდებას ინტერნეტის საშუალებით მხარი უკვე დაუჭირა და ყოველივესადმი თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა.