მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა მიიჩნევს, რომ ჰიტლერის წიგნის "მაინ კამპფ" (ჩემი ბრძოლა) რუსული ვერსია ინტერნეტიდან უნდა ამოიღონ.
"რამდენადაც ვიცი, ჰიტლერის ეს წიგნი მსოფლიო ლიტერატურის იმ სიაში შედის, რომლის გავრცელებაც დაუშვებელია. თუ ეს რეალობაა, მაშინ ხელისუფლებამ შესაბამისი კანონის დაცვით უნდა იმოქმედოს",_აღნიშნა ლუდმილა ალექსეევამ.
ამასთან, ადამიანის უფლებათა დამცველმა შეშფოთება გამოხატა, რადგან რუსი ახალგაზრდობის გარკვეულ წრეებში ჰიტლერის ჰეროიზაცია ხდება.
"ადამიანის უფლებებისთვის" მოძრაობის ლიდერი ლევ პონომარიოვი კი აცხადებს, რომ ჰიტლერის ეს ავტობიოგრაფიული წიგნი რუსეთში აკრძალულია. თუმცა მისი გავრცელებისთვის სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცოტა საეჭვოა.
"ბეჭდვის თავისუფლების მომხრე ვარ, მაგრამ დღესდღეობით ქვეყანა დაძაბულ რეჟიმშია, ამიტომაც ზოგჯერ ძალიან ლიბერალურად უნდა ვიმოქმედოთ",_აღნიშნა ლევ პონომარიოვმა.