დღეს, 2 მარტს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე  5 მლნ.  ლარის ნომინალური ღირებულების 181-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო შვიდმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ 19 მლნ. ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.450%-ით,  მაქსიმალური 9.870%-ით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.612%-ით განისაზღვრა.