საპარლამენტო უმრავლესობა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას ხვდება. როგორც შეხვერის დაწყების წინ უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფორმატში უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განხილვა.
"მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ჩვენს წევრებს დოკუმენტთან დაკავშირებით აქვთ მოსაზრებები და შენიშვნები, თუმცა უსაფრთხოების კონცეფცია საკმაოდ კარგადაა მომზადებული, მასში გაწერილია ქვეყანაში არსებული გამოწვევები და საფრთხეები", - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მისი შეფასებით, უსაფრთხოების კონცეფცია ერთგვარი სახელმძღვანელოა, თუ როგორ უნდა იმოქმედოს სახელმწიფომ, რომ თავიდან აიცილოს როგორც გარე, ისე საშინაო საფრთხეები და გააძლიეროს ეკონომიკა.
შეხვედრას უმრავლესობის წევრები სრულად ესრწებიან. ქუთელია მათ მაიწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა აისახა დოკუმენტში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენებზე გამოთქმული შენიშვნებიან.