ოფიციალური თბილისი დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან საქართველოს კავშირის შესახებ რუსული მხარის ბრალდებას "აბსურდულს" უწოდებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინფზე განაცხადა, ამ განცხადებას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან და საფუძველს მოკლებულია.
"ეს დამადასტურებელია იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას უნდა საქართველოსგან მტრის ხატის შექმნა. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ტერაქტთან და ვგმობთ მას", - აღნიშნა კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტორნიშმა დომოდეტოვოს აეროპორტში მომხრად ტერაქტში მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ საქართველო დაასახელა.