ქართული ბიზნესის წარმომადგენლები კონკრეტულ წინადადებებსა და შენიშვნებს ბიზნესსაბჭოს მომავალ სხდომაზე წარადგენენ.
როგორც ჟურნალისტებს საბჭოს სხდმის დასრულების შემდეგ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განუცხადა, შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალ შეხვედრაზე წარმოადგენენ კონკრეტულ გეგმებს და ნაბიჯებს, რა უნა გადაიდგას იმისთვის, რომ ქართველმა ინვესტორებმა თავიანთ ქვეყანაში განახორციელონ ინვესტიციები.
"გარემო ბიზნესისთვის არის გაუმჯობესებული. აღნიშნულთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსიც ბევრად უკეთესია და მთავრობა და პარლამენტი მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ბიზნესგარემო მეტად გაუმჯობესდეს, რათა ადგილობრივმა ბიზნესმენებმა შეძლონ ინვესტიციების საქართველოში ჩადება", - აღნიშნა გვასალიამ.