სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი რუსთავის №16 დაწესებულებას სტუმრობდნენ.
კალმახელიძემ და ვარძელაშვილმა დაწესებულებას ჩოგბურთის მაგიდები გადასცეს.
პარალელურად, სასჯელაღსრულების თითქმის ყველა დაწესებულებაში გადანაწილდება ჩოგბურთის 15 მაგიდა, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გადასცა.
კალმახელიძის თქმით, მსჯავრდებულებს ეტაპობრივად, ყველა, მათ შორის დახურულ დაწესებულებებშიც, საშუალება ექნებათ დაკავდნენ სპორტით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სპორტული ინფრასტრუქტურა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაშია შექმნილი. მსჯავრდებულების რეაბილიტაციის ხელშეწყობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.