საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძეს იმედი აქვს, რომ 2013 წელს მიხეილ სააკაშვილი "ღირსეულ პენსიაზე" გავა.
"იმედი გვაქვს, რომ სააკაშვილი არ გაიმეორებს ე.წ. 30-წლიანი მმართველობის _ დიქტატურის გზას და მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ წავა ღირსეულ პენსიაზე", - განაცხადა ვეფხვაძემ დღეს, "პრაიმ-ტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატი იმასაც იმედოვნებს, რომ სწორედ 2013 წელს, ქართველი ხალხი ისტორიაში პირველად ხელისუფლებას არჩევნების გზით აირჩევს.
"საქართველოს მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელმაც, უნდა რომ, სააკაშვილის შემდეგ მართოს ქვეყანა", - დასძინა ვეფხვაძემ.