გერმანელმა მეცნიერმა თავის სენსაციური აღმოჩენის შესახებ განაცხადა. საქმე ეხება მაიას ცივილიზაციის ხელნაწერის გაშიფვრას.
ერთ-ერთი ხელნაწერი, რომელიც თავის დროზე ესპანურ ინკვიზიციას გადაურჩა „დრეზდენის კოდექსის" სახელწოდებითაა ცნობილი და დრეზდენის მუზეუმში ინახება.
მეცნიერს კოდექსის გასაშიფრად 40 წელზე მეტი დასჭირდა.
„აღმოჩენამ შესაძლებობა მომცა სრულად წამეკითხა დრეზდენის კოდექსი. 52-ე გვერდზე აღმოვაჩინე, რომ მაიას ძველი დედაქალაქი ატლანი ჩვ.წ.აღ. 666 წლის 30 ოქტომბერს დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად ტბა ისაბალში ჩაიძირა, რომელიც გვატემალის აღმოსავლეთით მდებარეობს" - განაცხადა მეცნიერმა.
უნდა აღინიშნოს, რომ ძველ მაიაში 2156 ოქროს ფირფიტა ინახებოდა, რომელშიც დაწერილი იყო კანონი, რომლის საფუძველზეც ცხოვრობდა ძველი ცივილიზაცია.
მედია აღნიშნავს, რომ ექოლოტების დახმარებით ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა გერმანელი მეცნიერის ჰიპოთეზა გვატემალაში არსებულ ყველაზე დიდ ტბის ფსკერზე, რომელიც განთავსებულია 589,6 კვ კილომეტრზე და რომლის სიღრმე 18 მეტრია აღმოჩენილია ძველი ქალაქის ნაერჩენები.
ამჟამად მეცნიერი დაკავებულია სპონსორის ძებნით, რომელიც მას გვატემალაში ექსპედიციის მოწყობაში დაეხმარება.