ქუენთინ ტარანტინომ ახალ სცენარზე მუშაობა დაასრულა და ფილმის გადაღებებს სავარაუდოდ მიმდინარე წელს შეუდგება.
როგორც რეჟისორმა განაცხადა ეს იქნება ვესტერნი, რომელშიც ერთ-ერთ მთავარ როლს ფრანკო ნერო შეასრულებს.
უნდა აღინიშნოს რომ ტარანტინო მრავალი სცენარის ავტორია, რომელთა უმეტესობა მას ჯერაც არ გადაუღია.
თავად რეჟისორი აცხადებს, რომ ის მუდმივად მუშაობს თავის სცენარების სრულყოფაზე.