დღეს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები წარადგინა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საქართველოში ორსულ ქალებში გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ევროპის 47-ე ქვეყნიდან 44-ე ადგილზეა.
2010 წელს ორსულების გარდაცვალების მაჩვენებელი საფრანგეთში ყოველ 100 000-ზე 8 ადამიანია, ამერიკაში_11, გერმანიაში_4, დიდ ბრიტანეთში_8, კანადაში_7, საბერძნეთში_3, ესტონეთში_25, ლიტვაში_11, თურქეთში_44, რუსეთში_28, ბელორუსში_18, უკრაინაში_18".
"2001 წელს საქართველოში ყოველ 100 ათას მოსახლეზე 32 ორსული იღუპებოდა, მაშინ, როცა 2010 წლისთვის ეს მაჩვენებელი 106 %-ით გაიზარდა და საქართველოში ყოველი 100 ათასი მოსახლიდან უკვე 66 ქალბატონი იღუპება,"_აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
მისივე თქმით, ეს საგანგაშო მაჩვენებული საქართველოში შექმნილმა სოციალურმა ფონმა განაპირობა.