ჯოში ბროლინი და ტიმ ბერტონი ვიქტორ ჰიუგოს „პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს" გადაიღებენ.
პროექტზე მუშაობა ახლახანს დაიწყო.
ნავარაუდევია რომ სცენარს კირან და მიშელ მალრუნები დაწერენ, რომელთაც ეკუთვნით გაი რიჩის „შერლოკ ჰოლმსის" მეორე ნაწილის სცენარი. ფილმს ვორნერ ბროუზში გადაიღებენ.
ბროლინი და ბერტონი ფილმის პროდიუსერები იქნებიან. შესაძლოა ბერტონი რეჟისორის როლშიც გამოვიდეს. ბროლინი კი სავარაუდოდ ერთ-ერთ მთავარ როლს შეასრულებს.
ტიმ ბერტონის ბოლო ნამუშევარი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში" ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა. 200 მილიონიანმა ფილმმა მსოფლიო გაქირავებაში 1 მილიარდზე მეტი შემოსავალი მოიტანა.