დღეს ფრაქცია "ჩვენი თბილისის" წევრმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები წარადგინა.
მისი თქმით, ამ კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის ზრდის უარყოფითი კოეფიციენტის მქონე სახელმწიფოთა სიაში საქართველო მესამე ადგილზეა და მხოლოდ მოლდოვასა და ნიუესს უსწრებს.
"მოსახლეობის ზრდის მიხედვით, საქართველო 194 ადგილიდან 192-ე საგანგაშო ადგილზე იმყოფება,"_აცხადებს ვიქტორ დოლიძე.
მოსახლეობის ზრდის მიხედვით, საქართველოს ზრდი კოეფიციენტი ერთ წელიწადში მინუს 1, 2%-ია, მის შემდეგ მოდის მოლდოვა(- 1,5%) და ნიუე (-2,0%). ამ კოეფიციენტის მიხედვით, თურქეთის კოეფიციენტი 1,4 %-ია, ირანის_ 1,2%, ამერიკის_1,0%, კანადის, ასევე, _1,0%, აზერბაიჯანის_0,9%, საფრანგეთის_0,6%, ბელგიის_0,4%, დიდი ბრიტანეთის_0,5%, საბერძნეთის_0,2%, გერმანიის_0,0%, სომხეთის_მინუს 1,0%, ესტონეთის_მინუს 0,4%, რუსეთის_მინუს 0,4%, ბელორუსიის_მინუს 0,5%, ლიტვის_მინუს 0,7%, უკრაინის_მინუს 0,8%.