პარალმენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის უსაფრთხოების კონცეფციის განხილვაში ჩართვაზე უარის თქმას სამწუხარო ფაქტს უწოდებს.
"ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დოკუმენტის განხილვა გრძელდება. საკომიტეტო მოსმენების შემდეგ დოკუმენტის განხილვა უკვე უმრავლსობისა და უმცირესობის სხდომებზე მოხდება. ეს ბუნებრივია, რადგან კონცეფცია გახლავთ დოკუმენტი, სადაც სასურველია არსებობდეს მაქსიმალური პოლიტიკური შეთანხმება და კონსენსუსი", - აღნიშნა ბაქრაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია რომ აღნიშნულ დოკუმენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წვერები ეთანხმებოდნენ იმ შეფასებას, რომელიც კონცეფციაში აისახება.
"სამწუხაროა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია არ გამოეხმაურა ჩვენს მოწოდებას და არ ჩაერთო დოკუმენტის განხილვაში, მაგრამ ჩვენც და უშიშროების საბჭოც, მზად ვართ ყველა დაყენებული შენიშვნა განვიხილოთ და მაქსიმალურად გავითვალისწინოთ დოკუმენტში", - აღნიშნბა ბაქრაძემ.
შეგეხსენებთ რომ დღეს პარლამენტში უმრავლესობის წევრები უშისროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბათუ ქუთელიას შეხვედბიან. შეხვედრაზე საუბარის სწორედ უსაფრხოების კონცეფციას შეეხება. კერძოდ კი რა შენიშვნების ასახვა მოხდა დოკუმენტში საკომიტეტო განხილვებს შემდეგ.