დღეს ფრაქცია "ჩვენი თბილისი" წევრმა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ვიქტორ დოლიძემ ბრიფინგი გამართა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კვლევის შედეგები წარადგინა.
მისი თქმით, ამ კვლევით ირკვევა, რომ მოსახლეობის ზრდის უარყოფითი კოეფიციენტის მქონე სახელმწიფოთა სიაში საქართველო მესამე ადგილზეა და მხოლოდ მოლდოვასა და ნიუესს უსწრებს.
"მოსახლეობის ზრდის მიხედვით, საქართველო 194 ადგილიდან 192-ე საგანგაშო ადგილზე იმყოფება. ამასთან, საქართველოში ორსულ ქალებში გარდაცვალების მაჩვენებელი ძალიან მაღალია და ევროპის 47-ე ქვეყნიდან 44-ე ადგილზეა. 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდიალიანობის თვალსაზრისით კი, საქართველოს პირველი ადგილი უჭირავს და ევროპის 47 ქვეყანას შორის 47-ე ანუ ბოლო ადგილზეა",_აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ.
მისი თქმით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ასევე, ირკვევა, რომ საქართველოს მთავრობის ჯანდაცვის დანახარჯები ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 35 დოლარია, მაშინ, როცა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები, კერძოდ, ესტონეთი ამ მიზნით წელიწადში 640 დოლარს ხარჯავს, ლიტვა_523 დოლარს, რუსეთი_243 დოლარს, ბელორუსი_226-ს, ხოლო უკრაინა_121 დოლარს.
რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს, ვიქტორ დოლიძის თქმით, საფრანგეთში ამ მიზნით ერთ სულ მოსახლეზე წელიწადში 3655 დოლარს ხარჯავენ, ამერიკაში_3317 დოლარს, გერმანიაში_3236, დიდ ბრიტანეთში_3161, კანადაში_3086, საბერძნეთში_1617, თურქეთში_320 დოლარს.
ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მონაცემებით ხშირად სპეკულირებს და საკუთარ მოსახლეობას სიმართლეს უმალავს.