საქართველოში ახალი ტიპის ვირუსი - H3N2 დაფიქსირდა.
დაინფიცირებული პაციენტი ქუთაისელია. ის მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში გადის.
დაავადებას სეზონური გრიპის ნიშნები ახასიათებს და ის მთელს მსოფლიოშია გავრცელებული.
მედიკოსების თქმით, H3N2 საშიში ვირუსი არაა და ის მკურნალობას ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონზე გრიპით დაინფიცირებულთა სულ 850-მდე რეგისტრირებული შემთხვევაა დაფიქსირებული.