საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსაუხრდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით შვეიცარიის, საფრანგეთისა და გერმანიის ერთობლივი დოკუმენტური ფილმის გადაღება მაისში დასრულდება.
როგორც დღეს გამართულ პრეკსონფერენციაზე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისიის თავმჯდომარემ კონსტანტინე გამსახურდიამ და ფილმის შევიცარელმა რეჟისორმა კრისტიან ზენდერმა ერთობლივ პრეკსონფერენციაზე აღნიშნეს, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის გადაღება ორი წლის წინ დაიწყო.
"დოკუმენტური ფილმის გადაღების ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულებულია, რომელშიც აისახება კომისიის მუშაობა და მის მიერ მიღებული დასკვნა. მასში მონაწილეობას იღებენ საქართველოს პატრიარქი და კომისიაში შემავალი დეპუტატები", - აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ და აქვე დასძინა, რომ დოკუმენტური ფილმის მონტაჟი პარიზში გაგრძელდება.
ფილმის რეჟისორის თქმით, კი ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებაზე ფილმის გადაღება შვეიცარული და ფრანგული ტელეკომპანიების დაკვეთით მიმდინარეობს, რომელთაც აქვთ თემა პოლიტიკური მკვლელობები.
"მიუხედავად იმისა, რომ ზვიად გამსახურდია დასავლეთში ცნობილი არ არის, ჩვენ ჩავთვალეთ, რომ იგი პოსტ საბჭოთა სივრცეში პირველი არეჩეული პრეზიდენტი იყო, რომელიც მოულოდნელად გაქრა. ამიტომ გადავწყვიტეთ გადაგვეღო დოკუმენტური ფილმი იყო თუ არა ეს პოლიტიკური მკვლელობა", - აღნიშნა კრისტიან ზენდერმა.
მისი თქმით, ფილმის გადაღებით თავდაპირველად საპროდიუსერო კომპანია დაინტერესდა და შემდეგ ის კერძო ტელეკომპანიებმა შეისყიდეს. დოკუმენტურ ფილმზე მუშაობა მაისში დასრულდება, თუმცა, როდის უჩვენებენ საფრანგეთისა და შვეიცარიის ტელევიზიები, მათი გადასაწყვეტია.
ამასთან, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა თბილისში ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ასევე პარლამენტში, ზუგდიდში და სოფელ ძველთუბანში.
დეპუტატის თქმით, ქართულ ტელევიზიებში საქართველოს პირველი პრეზიდენტის გადარცვალებასთან მომზადებული ფილმის ჩვენება იმ შემთხვევაში გაიმართება თუ ამის სურვილს ქართული ტელეკომპანიებიც გამოთქვამენ.