"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები ნიკოლოზ ლალიაშვილი და გიორგი ახვლედიანი საგურამოში მცხოვრებ ვალერიან ჭილაშვილის ოჯახს ესტუმრნენ.
ვალერიან ჭილაშვილი არის ლიახვის ხეობიდან დევნილი არქიტექტორი, რომელიც ერთი ფიცრის ქურდობის ბრალდებით სამი თვის წინ დააკავეს. მან უარი განაცხადა დანაშაულის აღიარებაზე, რის საფუძველზეც სასამართლოს გადაწყვეტილებით ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
"ვალერიან ჭილაშვილი განასახიერებს სამოქალაქო გმირობის ნიმუშს და არის სინდისის პატიმარი. მე გაკათებ ყვრელაფერს იმისთვის, რომ უსამართლო სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ თეთრი სახლის ადმინისტრაციამაც გაიგოს,"- განაცხადა ნიკოლოზ ლალაიშვილმა.