ავსტრალიას, ტაილანდს, ალჟირს და განას საქართველოში ახალი ელჩები ჰყავთ. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო უწყებაში განუცხადეს, იან ბიგსმა, არბჰორნ მანასვანიჩმა, მოულუდ ჰამაიმ და აჰმედ მოჰამედ ჰასანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
რწმუნებათა სიგელების ასლები გუშინ მიიტანეს. დიპლომატები უწყების ხელმძღვანელის მოადგილე დავით ჯალაღანიამ მიიღო.
ოფიციალური ცერემონიის შემდეგ მხარეებმა ორმხრივი შეხვედრებიც გამართეს, სადაც ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი, საქართველოში მიმდინარე მოვლენები, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს.
ელჩებმა თავიანთი ქვეყნების სახელით კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.