ხვალ, 3 მარტს, ჩვილთა მორიგი საყოველთაო, რიგით მე-16 ნათლობა გაიმართება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპატრიარქოსთან არსებულ საქველმოქმედო ფონდ "ლაზარეში" განუცხადეს, ამჯერად პატრიარქის ნათლული 370 ახალშობილი გახდება.
მე-16 საჯარო ნათლობა სამების საპატრიარქო ტაძარში ჩატარდება.
"ლაზარეში" საყოველთაო ნათლობისთვის ჩვილთა რეგისტრაცია 25 თებერვლიდან მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მისი მომდევნო შვილები ხდებიან. ამ დროისთვის პატრიარქის ნათლული 7 700 ბავშვია. პირველი საჯარო ნათლობა წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში, 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა.