კალიფორნიაში 89 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ჯეინ რასელი გარდაიცვალა.
რასელის ყველაზე წარმატებული როლი იყო ფილმში "ჯენტლმენები უპირატესობას ქერათმიანებს ანიჭებენ", სადაც მან მერლინ მონროსთან ტანდემში საინტერესო სახე შექმნა.
კინოში მუშაობის პერიოდში მან იმუშავა ისეთ ცნობილ ვარსკვლავებთან, როგორებიც იყვნენ ფრენკ სინატრა, გრუჩო მარქსონი, კლარკ გეიბლი და სხვები.
მსახიობმა თავისი კარიერა 1991 წელს დაასრულა.