დღეს, 16:45 საათზე, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია დედის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთიდან დევნილ დედებს აფხაზეთის მთავრობაში უმასპინძლებს.
12 წარმატებულ ქალბატონს, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ აფხაზეთის კულტურული ტრადიციების დაცვაში, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე დედის დღეს პირადად მიულოცავს და სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.