"თელასის" ქვესადგურში "ღრმაღელე" პროფილაქტიკურ-სარემონტო სამუშაოების ჩატარების გამო 4 მარტს 10 საათიდან 12 საათამდე ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ბეჟანიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ახალდაბის, გოგაშენის და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოების დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.