დიდი ხევის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ინციდენტი დღეს დილით მოხდა. შენობა ავარიული იყო, რის გამოც მას საყრდენი კედელი ჩამოეშალა. ნგრებისას სახლში 76 წლის ქალი იმყოფებოდა, რომელიც ამ დროისთვის სხვადასხვა სახის დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაზარალებულ მაცხოვრებელს ზარალს დედაქალაქის მერია აუნაზღაურებს. მერია უზრუნველყოფს ასევე უსახლკაროდ დარჩენილის ქირით ცხოვრების და საავადმყოფოში მკურნალობის ხარჯებსაც.