ლიბიის ოპოზიციამ უგო ჩავესის სახელობის სტადიონს სახელი შეუცვალა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც ლიბიის ქალაქ ბენგაზს მთლიანად აკონტროლებენ, ადგილობრივ სტადიონს უგო ჩავესის საპატივსაცემოდ დარქმეული სახელი გადაარქვეს.
თავის დროზე ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის მიწვევით, ვენესუელის პრტეზიდენტი უგო ჩავესი არაერთგზის ეწვია ლიბიას და ფეხბურთის სტადიონზეც იმყოფებოდა.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, ამიერიდან ამ სტადიონს 17 თებერვალს ლიბიაში დაღუპულთა სახელი ეწოდება.
შეგახსენებთ, პირველი ოპოზიციური გამოსვლები ლიბიაში 17 თებერვლიდან დაიწყო და უკვე 18 თებერვალს, ბენგაზში პირველი მსხვერპლის შესახებ გაჩნდა ინფორმაცია.