გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა სინანული გამოთქვა ლიბიაში მიმდინარე მოვლენების გამო და აღნიშნა, რომ ამ დრომდე უცნობია ლიბიაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების ზუდტი რაოდენობა.
მისი თქმით, სავარაუდოდ, დაღუპულია არანაკლებ ათასი მშვიდობიანი მოქალაქე.
გენმდივანი მიესალმა გაეროს გენერალური ასამბლეის გადაწყვეტლებას ლიბიისთვის ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრობის შეჩერების შესახებ.
„ჯერ-ჯერობით არ არის ზუსტი მონაცემები ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიბიაში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების შესახებ, სავარაუდოდ, მათი რაოდენობა არანაკლებ ათასია. ათასობით ადამიანი დაჭრილია. სანდო ინფორმაციებში საუბარია იმაზე, რომ ლიბიაში მიმდინარეობს ადამიანიების დასჯა და დაპატიმრებები სასამართლოს გარეშე", _ განაცხდა გაეროს გენმდივანმა.
მისივე განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქვეყანაში გაიგზავნებიან გაეროს წამომადგენლები რათა შეფასდეს ჰუმანიტარული ვითარება და ქვეყნისთვის გასაწევი დახმარების მასშტაბები.