დღეს, 11.00 საათზე, რუსთავში, დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხოვრებელი კორპუსის პრეზენტაცია გაიმართება. ყოფილი 162-ე პროფსასწავლებლის შენობაში, რომელიც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გაარემონტა, 30 დევნილი ოჯახი იცხოვრებს.
64 ბინიანი 2 კორპუსი 116 ადამიანისთვისაა გათვლილი. ახალ კორპუსში შესახლებული დევნილები ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ინდივიდუალური მრიცხველებით ისარგებლებენ.
დევნილთათვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პროექტებს სამინისტრო 2008 წლიდან ეტაპობრივად ახორციელებს. დევნილების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, 243 კოლექტიური ცენტრისა და 42 შენობის რეაბილიტაცია გრძელდება. პროცესი მანამ გაგრძელდება, სანამ დევნილებს საკუთრება არ გაუჩნდებათ.
ახალი კორპუსის პრეზენტაციას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი დაესწრება.