აშშ-ს სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის განცხადებით, შეერთებული შტატები ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობიანი ცვლილებები უზრუნველყოს.
"ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ ახლოაღმოსავლეთში იყოს ღია პოლიტიკური სისტემა, საზოგადოება და ეკონომიკა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობიან ცვლილებს ეგვიპტესა და ტუნისში. ამ პროცესში აშკარა პროგრესი გვაქვს, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს მისაღწევი. ეს პროცესი სასიცოცლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი უსაფრთხოებისთვის და უკან დახევა არ შეიძლება. ამ მიზნებისთვის 2012 წლის ბიუჯეტიდანაც გამოიყოფა საჭირო თანხა", - განაცხადა კლინტონმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას.
უშუალოდ ლიბიაში მიმდინარე პროცესებზე კომენტირებისას კი კლინტონმა დასძინა, რომ " ლიბია არჩევანის წინაშე დგას - გახდეს მშვიდობიანი სახელმწიფო ან აღმოჩნდეს სამოქალაქო ომში და ქვეყანაში ქაოსმა დაისადგუროს".