ინფექციურ საავადფმყოფოში მენინგოკოქცემიის დიაგნოზით 2 წლის ბავშვი მოათავსეს.
ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. პაციენტს სხეულზე სისხლჩაქცევები და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება.
ბავშვი წალკის რაიონიდან ჩამოიყვანეს. რამდენიმე დღის განმავლობაში მას ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობდნენ, თუმცა მდგომარეობის გართულების გამო მისი თბილისში ტრანსპორტირება გახდა საჭირო.