დღეს, 2 მარტს, 15:30 საათზე, კინოს სახლში ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "მთლიანი საქართველო" გამართავს საზოგადოებასთან შეხვედრას.
"მთლიანი საქართველო" პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელობით იწყებს აქტიურ მოღვაწეობას და გამოდის ფართო პოლიტიკურ ასპარეზზე. საზოგადოებას პარტიის ძირითად მიმართულებებს და სამოქმედო გეგმების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის პოლიტიკური საბჭოს წევრი ჯემალ შელია.
დამოუკიდებელი ექსპერტი, სამხედრო დარგის სპეციალისტი თემურ მიქაუტიძე პარტიასთან შეჯერებული პოზიციების გათვალისწინებით, საზოგადოებას გააცნობს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებულ სახელმწიფოს უსაფრთხოების კონცეფციაზე საკუთარ ხედვებს და შენიშვნებს, ასევე პარტია "მთლიანი საქართველოს" მიდგომებს უსაფრთხოების კონცეფტუალურ საკითხებისადმი. P
პარტიის ლიდერის ვლადიმერ ვახანიას ინტერესების დამცველი (ადვოკატი) ილია ლომია წარმოადგენს პატიმართან დაკავშირეული საქმის მსვლელობის დეტალებს. ვახანიაზე ზეწოლის ფაქტებს და ისაუბრებს მის მიმართ განხორციელებული უკანაონო ქმედებების შესახებ (ნაჩვენები იქნება ვიდეომასალაც).
შეხვედრას დაესწრებიან მოწვეული სტუმრები: არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ასევე საზოგადო მოღვაწეები.